ტრენინგი "ინტელის სასწავლო კურსი" საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ სასწავლო პროცესში ხშირად ვახორციელებდით სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მომეხდინა მისი ტექნიკური დოკუმენტირება. პროექტმა ნათლად დამანახა ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში. ამ მხრივ მაღალკვალიფიციური ტრენერის გულისხმიერებამ დიდი როლი ითამაშა.
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ ახალი პროექტების განხორციელებაში. მოსწავლეებთან ერთად დავგეგმავ ტექნოლოგიურად გამდიდრებულ პროექტებს.
Tuesday, December 9, 2014
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალის გამეორებით. გავეცანით თითოეული მსმენელის პროექტებს. ყველა მათგანის პრეზენტაცია შინაარსობრივად საინტერესო იყო. განსაკუთრებით მომეწონა პროეწტები: "ჩვენც გავიზრდებით, "წიგნიერება--სულიერი სიმდიდრე","ჩემი ქალაქი ჩემი სახლია,""სატელევიზიო სამყარო". მივეცით რეკომენდაციები.
შევისწავლეთ გაჯეტები და ვიმუშავეთ ბლოგში გაჯეტების დამატებაზე
შევისწავლეთ გაჯეტები და ვიმუშავეთ ბლოგში გაჯეტების დამატებაზე
Monday, December 8, 2014
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენენებით.შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.გადავხედეთ საქაღალდეებს,დავახარისხეთ, შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე
Sunday, December 7, 2014
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. განვიხილეთ გეგმის შედგენა ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით. გავეცანითgoogle drive-ს
Saturday, December 6, 2014
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებები; გავეცანით სხვადასხვა სახის რუბრიკებს,: ურთიერთშეფასების, ჯგუფური მუშაობის და
სხვ. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის ; დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები, გავაკეთეთ უკუკავშირი; დავამზადეთ მოსწავლის ნიმუში ბლოგი; ვისწავლეთ სურათისა გამოკითხვის გაჯეტის შექმნა; გადავხედეთ პროექტის გეგმას.
Tuesday, December 2, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გახსენებით. გაავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს, ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაციაზე და შევაჯამეთ დღის მუშაობა
Sunday, November 30, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის დასაწყისში გავეცანით დღის წესრიგს. გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები. გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,დროში გაწერილ შეფასების გეგმას,.ვიმუშავეთ პორთფოლიოს პრეზენტაციაზე, პრაქტიკულად ვიმუშავეთ ბლოგში და ვისწავლეთ სურათის ჩასმა, დიზაინი და ბლოგის ჩასმა-აღდგენა.
Saturday, November 29, 2014
ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია შე
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით. დაწვრილებით განვიხილეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა.
Tuesday, November 25, 2014
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღეს გავიმეორეთ პირველ
მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები;
მოვისმინეთ მსმენელების მიერ განსახორჩიელებელი პროექტების
სახელწოდებები; გავიხსენეთ
word-ის
ინსტრუმენტები, ბოლოს დავამზადეთ
სარეკლამო ბუკლეტი,რომელიც გააცნობს
დაინტერესებულ პირს პროექტის
მიზანსა სარგებლიანობას.
Wednesday, November 19, 2014
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით. დღის წესრიგისა და საორგანიზაციო საკითხების განხილვის შემდეგ გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის არსს. გზამკვლევის მიხედვით გავიგეთ რისგან შედგება პროექტის პორტფოლიო გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რომელზე დაყრდნობითაც წარვმართავ სასწავლო პროცესს. აგრეთვე შევქმენით მთავარი საქაღალდე და ქვე საქაღალდე
Subscribe to:
Posts (Atom)