Sunday, November 30, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

       ტრენინგის  დასაწყისში   გავეცანით  დღის  წესრიგს. გავიხსენეთ  წინა  მეცადინეობაზე   შესწავლილი  საკითხები.  გავეცანით  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდებს,დროში  გაწერილ  შეფასების  გეგმას,.ვიმუშავეთ  პორთფოლიოს   პრეზენტაციაზე, პრაქტიკულად  ვიმუშავეთ  ბლოგში  და ვისწავლეთ  სურათის  ჩასმა, დიზაინი და  ბლოგის ჩასმა-აღდგენა.

Saturday, November 29, 2014

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია შე

                       
        ტრენინგი  დავიწყეთ  წინა დღეს   შესწავლილი  მასალის  გამეორებით. დაწვრილებით  განვიხილეთ პროექტის  გეგმაზე  მუშაობა.ვისწავლეთ  სტანდარტის  დადგენა, მიზნის  განსაზღვრა  და  მიმართულების  მიმცემი  კითხვების  დასმა. ვისწავლეთ  ბლოგში  მუშაობა.

Tuesday, November 25, 2014

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

            

ტრენინგის  მეორე  დღეს  გავიმეორეთ  პირველ  მეცადინეობაზე  შესწავლილი  საკითხები;  მოვისმინეთ მსმენელების  მიერ  განსახორჩიელებელი  პროექტების  სახელწოდებები;   გავიხსენეთ  word-ის ინსტრუმენტები,  ბოლოს  დავამზადეთ  სარეკლამო  ბუკლეტი,რომელიც    გააცნობს  დაინტერესებულ   პირს  პროექტის  მიზანსა  სარგებლიანობას.

Wednesday, November 19, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის  პირველი  დღე  დაიწყო  ერთმანეთის  გაცნობით. დღის  წესრიგისა  და  საორგანიზაციო  საკითხების  განხილვის  შემდეგ  გავეცანით  ინტელის  ძირითადი  კურსის  არსს. გზამკვლევის  მიხედვით გავიგეთ რისგან შედგება პროექტის  პორტფოლიო   გავეცანით 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს,რომელზე  დაყრდნობითაც  წარვმართავ  სასწავლო  პროცესს.  აგრეთვე შევქმენით მთავარი საქაღალდე და ქვე საქაღალდე